რუსეთში მობილიზაციამ მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო - ISW

საქართველო, თბილისი - 10:49 | 05.11.2022
ნანახია: 273

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების მიუხედავად, მობილიზაციამ ვერ შექმნა შესაძლებლობები მისი მიზნების მისაღწევად.

ინსტიტუტის თანახმად, პუტინი, სავარაუდოდ, ქმნის პირობებს ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად, რაც იმას მოწმობს, რომ ნაწილობრივმა მობილიზაციამ ვერ შექმნა საკმარისი ძალები პუტინის მაქსიმალური მიზნების მისაღწევად.

მსჯავრდებულების მობილიზაციაც ასევე მუთითებს, რომ პუტინი ცდილობს სოციალური დაძაბულობის განმუხტვას ომში პატიმრების გაგზავნის მეშვეობით.

ამასთან, მობილიზაციის ხარჯები რუსეთის ეკონომიკას დააწვება და შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური აფეთქება, თუ კრემლი არ შეასრულებს ფინანსურ ვალდებულებას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების წინაშე.

ამასთან, რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, ცდილობენ გამოიყენონ მობილიზებულების პირადი შემადგენლობა დონეცკში შეტევითი მოქმედებების აღსადგენად, თუმცა დიდი ალბათობით, ისინი მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებებს ვერ მიაღწევენ.

რუსეთის არამია ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთით ცდილობს შექმნას კონტროლირებადი უკან დახევის პირობები, რაც სავარაუდოდ, მათ საშუალებას მისცემს თავიდან აირიდონ უწესრიგო გაქცევა დნიპროს მარჯვენა (დასავლეთ) ნაპირიდან.

ოკუპანტებს, სავარაუდოდ, მოუწევთ მონაწილეობა უკან დახევის ბრძოლებში, რათა შეაკავონ უკრაინის არმიის დევნა მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე