ჯეიკ სალივანი კიევში ჩავიდა და უკრაინას აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

საქართველო, თბილისი - 23:48 | 04.11.2022
ნანახია: 224

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღს, 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა, რითაც მაღალჩინოსანმა უკრაინის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი დარჩება "ურყევი და მტკიცე".

როგორც CNN წერს, სალივანი დღეს კიევში შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

სალივანთან ერთად კიევში ასევე ჩავიდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონიც.  სალივანმა კიევში უკრანისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფის შესახებ ისაუბრა, რომელიც მოიცავს T-72-ის ტანკებს, ახალ უპილოტო საფრენ აპარატებს Phoenix Ghost, საჰაერო თავდაცვის სისტემის HAWK-ის შეკეთების დაფინანსებას და სხვა.

სალივანმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„შეერთებული შტატები იქნება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც ამ ბრძოლას დასჭირდება“, - განაცხადა სალივანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე