აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის დახმარებას გამოუყოფს

საქართველო, თბილისი - 23:26 | 04.11.2022
ნანახია: 203

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $400 მილიონს გამოყოფს. დახმარების ახალი პაკეტი T-72 ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მოიცავს.

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგჰის თქმით, USAI-ის პაკეტი ხაზს უსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

პაკეტი მოიცავს შეკეთებულ T-72-ის ტანკებს, ახალ უპილოტო საფრენ აპარატებს Phoenix Ghost, საჰაერო თავდაცვის სისტემის HAWK-ის შეკეთების დაფინანსებას და სხვა.

უკრაინა ტანკებს ჩეხეთიდან მიიღებს, ამავე დროს, სინგჰმა აღნიშნა, რომ აშშ აანაზღაურებს 45 ტანკის შეკეთებას, კიდევ 45-ის კი - ნიდერლანდები.

24 თებერვლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $18.2 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა გადასცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე