საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე - დავით ჯანდიერი

საქართველო, თბილისი - 14:02 | 03.11.2022
ნანახია: 371

"საუკუნის პროცესი მოვიგე" - ადვოკატი, დავით ჯანდიერი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა.

როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.

პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენატრებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები". - წერს ადვოკატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე