იძახიან, დატოვეთ პარლამენტი. ეს სასაცილოა. რას შემოდიოდი ან სად მიდიხარ, თუ მიდიხარ, დროზე წადი, არ შეგვჭამეს? - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 13:23 | 03.11.2022
ნანახია: 233

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას არასერიოზულს უწოდებს პრაიმერიზთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ინიციატივას.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ სასაცილოა, როცა ოპოზიციური პარტიები ერთადერთ გამოსავლად პარლამენტის დატოვებას ირჩევენ და არ შეუძლიათ, ამომრჩეველს სხვა რამ შესთავაზონ.

„პრაიმერიზი ნიშნავს, ოპოზიციამ ატაროს არჩევნები, ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ავირჩიოთ პრემიერ-მინისტრი და ჯერ არც კი იცი, იმარჯვებს თუ – არა. რა პრაიმერიზი, ეს სისულელეა. ნებისმიერი ევროპული წესია, რომ არჩევნებზე პარტიები ცალკე გადიან, შემდეგ პარლამენტში ერთიანდებიან კოალიციის სახით და მიღებული ხმებით განისაზღვრება, ვის რამდენი მინისტრი ეყოლება და ა.შ. ეს ყველაფერი არასერიოზული ინიციატივებია.

იძახიან, დატოვეთ პარლამენტი, დატოვეთ პარლამენტი – როცა არ შეგიძლია, ამომრჩეველს სხვა არაფერი შესთავაზო და ერთადერთ გამოსავლად პარლამენტის დატოვებას ირჩევ, ეს სასაცილოა. უკვე კომიკურ ვითარემადე დავიდა, ოპოზიციას აჩენს სუსტად და არასერიოზულად – რას შემოდიოდი ან სად მიდიხარ, თუ მიდიხარ, დროზე წადი, არ შეგვჭამეს?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე