სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 02.03.2016
ნანახია: 1293

2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 200 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.220 პროცენტით, მაქსიმალური 11.440 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  11.264 პროცენტით განისაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე