კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი - კალაძე

საქართველო, თბილისი - 18:00 | 02.11.2022
ნანახია: 241

კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე ძალიან კარგი მენეჯერია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ენერგეტიკოსმა კალაძემ და მისმა მოადგილემ, ხმალაძემ ამხელა გამოცდილებით როგორ ჩაიბარეს ვაკის პარკის შადრევნის პროექტი.

"კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე ძალიან კარგი მენეჯერია, წარმატებული. სხვათა შორის, კალაძის მინისტრობის დროს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, სრული პასუხისმგებლობითა და გულწრფელად ვამბობ, ჩემს გუნდთან ერთად იმდენი გავაკეთეთ, რამდენიც 70-იანი წლების შემდეგ საქართველოში არ გაკეთებულა" - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე