მერკელი გერმანელებს შორის პოპულარობას კარგავს

საქართველო, თბილისი - 11:23 | 30.09.2015
ნანახია: 1998

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პოპულარობას კარგავს. გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში სახელმწიფოს მეთაური მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს. ინფორმაციას ჟურნალი Der Spiegel -სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მერკელი რეიტინგში 5 პროენტით ჩამოიქვეითდა. რეიტინგში საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ლიდერობს (67 %), მეორე ადგილს ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე იკავებს (65 %) მესამე ადგილს კი - პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი (64 %).
მერკელმა მხოლოდ ხმათა 63 %-ის მოგროვება შეძლო. გემანულმა გამოცემამ Deutsche Welle-მ მერკელის კანცლერის პოსტზე ყოფნის განმავლობაში ეს ყველაზე უარესი შედეგია. გამოცემის აზრით, მერკელის პოპულარობის დაკარგვა გერმანელებს შორის ევროპაში მიგრაციულ კრიზისს უკავშირდება.
ანგელა მერკელის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული სიტუაციის ფონზე.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს 2005 წლიდან იკავებს. 2017 წელს ის თავისი კანდიდატურის წამოყენებას უკვე მეოთხე ვადით აპირებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე