საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების გაუარესება მიუღებელია - ანა ფოტიგა

საქართველო, თბილისი - 16:15 | 02.11.2022
ნანახია: 259

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებაზე სასამართლოს განაჩენს ტვიტერზე ეხმიანება. იგი აცხადებს, რომ მიუღებელია საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

"ვუერთდები ნიკა გვარამიას ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერის გვერდზე.

სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე