ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა - ზარქუა გვარამიაზე

საქართველო, თბილისი - 14:25 | 02.11.2022
ნანახია: 334

ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ საუბრისას განუცხადა.

"საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც კანონებით იმართება და დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია ჟურნალისტობა ან დეპუტატობა არ და ვერ გახდება [...] ჩვენს გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედიას მხარს უჭერენ და ის ტირანიისგან თავისუფალია. თქვენ გახსოვთ, ამ კუთხით 2012 წლამდე რა ხდებოდა - ეს იყო ტელეკომპანია იმედის დარბევა, ჟურნალისტების დასახიჩრება, ზოგის მოკვლა. ეს წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეიტინგი რომ აიღოთ, საქართველო მედიათავისუფლების კუთხით დაწინაურებულია. მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა. თუ დანაშაულს ჩავიდენთ და ეს დაგვიმტკიცდება, ჩვენი სტატუსი არაფერ შუაშია, დეპუტატი ვიქნები თუ ჟურნალისტი იქნებით", - თქვა ზარქუამ.

სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე