ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, რატომ დაიჭირეს, არც პროკურორებმა იციან და არც „ქართულმა ოცნებამ“ იცის - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:55 | 02.11.2022
ნანახია: 249

ნიკა გვარამია ციხეში ტყუილუბრალოდ ზის, მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „პარტია მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ნიკა გვარამია ციხეში ტყუილუბრალოდ ზის, მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, რადგან გვარამია ტყუილუბრალოდ არის დაჭერილი. რატომ დაიჭირეს, არც პროკურორებმა იციან და არც „ქართულმა ოცნებამ“ იცის. რასაც ედავებიან, მანქანა მიისაკუთრაო, მასე ყველა დეპუტატი და ჩინოვნიკი დასაჭერია, რადგან ერთი მაინც მითხარით ისეთი, ვინც თავისი ოჯახის საჭიროებისთვის სახელმწიფო მანქანას არ დაარბენინებს. ნიკა გვარამია ტყუილუბრალოდ არის დაჭერილი, რაც მძიმე ამბავია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე