ადამიანები, რომლებიც ახლა ერთობისკენ მოგვიწოდებენ არიან ისინი, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა - ანა წითლიძე

საქართველო, თბილისი - 13:02 | 02.11.2022
ნანახია: 206

ადამიანები, რომლებიც ახლა ერთობისკენ მოგვიწოდებენ არიან ისინი, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლო წარსულში ოპოზიციური პარტიების ერთობისთვის ყველაზე მეტი გააკეთა და გაიღო.

„ყველა პატარა პარტიას ვგულშემატკივრობთ, რათა მათ მაქსიმალური შედეგი დადონ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკურ სპექტრი, ძალიან კარგი იქნება. ნებისმიერი გაერთიანება როგორიც არ უნდა იყოს, მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ გაერთიანებას ცოტა სხვანაირად ვხედავთ. პირველ რიგში, თუ საუბარია ერთობაზე, არ უნდა იყოს სამ-ოთხი პარტიის ერთობა. საუბარი უნდა იყოს ფართო ოპოზიციური სპექტრის, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობაზე. ერთობა უნდა იყოს ისეთ თემატურ საკითხებზე შეთანხება, რომ როცა ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და პოლიტიკური პატიმარია მიხეილ სააკაშვილი, ერთობა უნდა იყოს სამართლიანი არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხის გარშემო.

ტექნიკური ერთობა, ერთობა სიაზე და პრემიერის გამოვლენაზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ადამიანები, რომლებიც ახლა ერთობისკენ მოგვიწოდებენ, არიან ისინი, რომლებმაც ერთობა თავის დროზე დაარღვიეს და როცა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეში იყო, პარლამენტში შევიდნენ, რითაც დასუსტებული „ქართული ოცნება“ უნებურად გააძლიერეს. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათი მოწოდება არასწორია“, – განაცხადა წითლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე