ვერ ვხედავ არგუმენტს, რატომ უშლის ხელს ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა, ეფექტურად იბრძოლოს სხვა ფრონტზეც - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 02.11.2022
ნანახია: 208

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადასაწყვეტია, დატოვებენ თუ არა პარლამენტს.

მისივე თქმით, განსხვავებულ აზრს პატივისცემით ეკიდება.

ამასთან, როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, უცხოელი პარტნიორები საპარლამენტო საქმიანობას უჭერდნენ მხარს და პარლამენტის დატოვებას დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება.

„რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებთან მუშაობას, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველო, მით უმეტეს ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ვერ შეძლებს საქართველოს გათავისუფლებას რუსული ძალებისა და რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ხელისუფლებისგან. პარლამენტის დატოვებას დასავლეთის მხარდაჭერა არ ჰქონდა და არ ექნება. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის რეალობა, რომელშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავისთავად, ასევე, ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავ, რატომ უშლის ხელს ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა, ეფექტურად იბრძოლოს სხვა ფრონტზეც“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე