პრეზიდენტს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობა აიღოს და გვარამია გაათავისუფლოს - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 12:16 | 02.11.2022
ნანახია: 292

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პასუხისმგებლობა აიღოს და შეიწყალოს ნიკა გვარამია. 

"ნიკას თავისუფლება ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ნიკას თავისუფლება ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესრულებისთვის. პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასევე პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ნიკას თავისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება, მინდა სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. ეს არ ეხება მის პოლიტიკურ შეხედულებას, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს", - განაცხადა დეკანოიძემ.

სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე