ინდოეთში Hyperion-ის ეკორაიონი აშენდება

საქართველო, თბილისი - 14:47 | 02.03.2016
ნანახია: 3407

ბელგიელმა არქიტექტორმა ვინსენტ კალებოტმა Hyperion-ის ეკორაიონის კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც ნიუ-დელიში (ინდოეთი) 2020 წლისთვის აშენდება.

პროექტის მიხედვით, მრავალსართულიან შენობებში განთავსდება ფერმერული მეურნეობებიც, სადაც ორგანული საკვების ადგილზე წარმოება მოხდება.კომპლექსის ენერგომომარაგება მთლიანად ალტერნატიული ენერგიის სახით იქნება, რომელიც ადგილზე მოიპოვება და შემდგომ გადამუშავდება.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შემუშავებულია ორი მიზნით: ენერგიის დეცენტრალიზება და რაიონის დამოუკიდებლობა საკვები პროდუქტების მომარაგების მხრივ.

საცხოვრებელ მასივს არქიტექტორმა სახელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხის საპატივცემულოდ დაარქვა. ეს არის 115 მეტრი სიმაღლის ხე, რომელიც კალიფორნიაში „ცოცხლობს“.

პროექტი Hyperion-ი ექვსი 36-სართულიანი შენობისგან შედგება. ენერგიას შენობები ქარის სადგურებიდან მიიღებენ. გარდა საცხოვრებელი ფართისა შენობაში განთავსდება ასევე რესტორნები, სპორტული დარბაზები, ოფისები და სხვა.

წინასწარი გათვლებით, სასოფლო სამეურნეო „სავარგულებში“, 1 კვ/მ ფართობზე 20 კგ ხილისა და ბოსტნეულის მიღება იქნება შესაძლებელი, რომელიც მაშინვე ადგილობრივ მაღაზიებში გაიყიდება. ნარჩენები კი გადამუშავდება, საიდანაც საბოლოო ჯამში ენერგიის მიღება მოხდება.

არსებული გათვლებით, კომპლექსი უფრო მეტი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, ვიდრე ამაზე შენობების შიგნით იქნება მოთხოვნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე