პარლამენტში დარჩენის რა არგუმენტი რჩება ოპოზიციას გარდა რაღაცის გამოჩენისა და სიმულაციის ინტერესისა, რომ ვითომ რაღაცას აკეთებს - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 16:00 | 01.11.2022
ნანახია: 229

„დიდი ხანია მანდ ძალიან მკაფიო ვითარებაა, ვინც თვლიდა და თვლის რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და უმრავლესობის მიერ არჩეული, მათგან სრულიად ალოგიკურია იმის ლეგიტიმაცია, რაც არასწორად მიაჩნიათ“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მანდატების დატოვების საკითხს

მისი თქმით, ვისაც ის არგუმენტი ჰქონდა, რომ მიშელის შეთანხმების გამო შევიდა, რაზეც ჩვენ, ევროპული საქართველო თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყბილები, როგორც შინაარსის, ასევე კონტექსტის გამო, მანდაც ყველაფერი გაირკვა, ანუ მმართველმა გუნდმა დემონსტრატიულად თქვა და იმოქმედა იმ მიმართულებით, რომ საპირისპირო ნაბიჯები გადადგა, ეგ არგუმენტიც აღარ არსებობს.

„არგუმენტი, რომ ამ რეჟიმს აქვს რაიმე ნება, რომ ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაცია მოახდინოს, აქაც სრულიად საპირისპირო ვითარებაა, ისინი ანტიდასავლურ, ანტიქართულ კამპანიას ეწევიან და ამას თვითონ პარლამენტში მოღვაწე ოპოზიციური პარტიები ენმ, ლელო და აღმაშენებელიც იძახიან პერიოდულად.

აბა რაღა არგუმენტი რჩება, გარდა რაღაცის გამოჩენის და სიმულაციის ინტერესისა, რომ ვითომ რაღაცას აკეთებ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნორმალურ ვითარებაში თუ ვერ მოიგო პარტიამ, უნდა შევიდეს ყველა ინსტიტუტში, მათ შორის, პარლამენტში და ეს ტრიბუნა უნდა გამოიყენოს მომავალ არჩევნებამდე

მაგრამ თუ ამბობ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური და ამით ხალხი ნების მოპარვის ტრადიციის განმტკიცება ხდება, მერე თუ იგონებ ან მართლა რაღაც კონკრეტული შინაარსის გამო ხარ შიგნით, ხოლო მერე ირკვევა, რომ ან შინაარსის მიმართულებითაც არ იდგმება ნაბიჯები და მაინც აგრძელებ ამ მოღვაწეობას, ესე იგი შენ უბრალოდ ხელს უწყობ ივანიშვილის რეჟიმს ამ სიმულაციაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე