მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, დღეს არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი - გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 13:01 | 01.11.2022
ნანახია: 210

მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„მათ ურჩევნიათ, ვიყოთ ქუჩაში, რათა მოვწყდეთ საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ დეპუტატის სტატუსი არ გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები არ დაიჭერენ ურთიერთობას. ვინც ამბობს, მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდებიან ჩვენს პარტნიორებს. ეს ყველაფერი სასაცილოა. უკვე არჩევნები მოვიდა, სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და რა მინიმალური რესურსებიც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები... პირველი, რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნას დატოვებული“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე