მეტროსადგურ "გოცირიძის" სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები - კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:53 | 01.11.2022
ნანახია: 188

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მეტროსადგურ "გოცირიძის" სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობს.

"კეზეროვიჩების განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება გოცირიძის მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, იმ დღესვე შესაძლებელი იქნება [მეტროსადგურის გახსნა]", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

მეტროსადგურ "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ორი წელია მიმდინარეობს.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2020 წლის ივლისში დაიწყო. პროცესი, თავდაპირველი ინფორმაციით, გასული წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, ახალი გეგმით სადგური დღეს უნდა გაეხსნათ. ახალი დოკუმენტაციის თანახმად კი ხელშეკრულების ვადა კიდევ ოცი დღით გაგრძელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე