ივანიშვილს უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, ამაზე წიგნებიც არის გამოცემული - კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:10 | 01.11.2022
ნანახია: 240

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ამაზე წიგნებიც არის გამოცემული, შეგიძლიათ, ისარგებლოთ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცადა.

"ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მაშინაც კი, როდესაც თქვენი ხელისუფლება იყო მმართველობაში, უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ეს არის სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობა, ეს არის სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია, განახლება. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამასთან დაკავშირებით წიგნებიც არის გამოცემული, შეგიძლიათ ისარგებლოთ, ნახოთ, დაინტერესდეთ და სრულყოფილი ინფორმაცია გექნებათ თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი და ღირსეული, პატრიოტი, ამ ქვეყანაზე და ხალხზე შეყვარებული ადამიანი," - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე