საქართველოს ბანკის მხარდაჭერით FIABCI – Georgia Prix d’Excellence Awards 2022-ზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველო, თბილისი - 14:52 | 31.10.2022
ნანახია: 513

თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ გამოსწორების შანსი არ არასებობს, - ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარტიიდან თეონა აქუბარდიას წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  როცა ერთიანობაზეა საუბარი, პარტიიდან წასვლის თაობაზე თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანია.

„ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით და მასზე ცუდს არადროს ვიტყვი, მაგრამ პოლიტიკურ ხედვებში იყო აშკარა პრინციპული და ფუნდამენტური სხვაობა. თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ გამოსწორების შანსი არ არასებობს. ახლა არის დრო არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის, არამედ მხილების, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. ამ საკითხში თეონა აქუბარდია სხვანაირად ფიქრობს. წარმატებებს ვუსურვებთ, სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ პაივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის არჩევანს და მის კრიტიკას არ ვაპირებ. მას თუ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა და მიზეზად საპარლამენტო მუშაობისგან პარტიის დისტანცირება დაასახელა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე