თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება - პაატა მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 14:00 | 31.10.2022
ნანახია: 241

თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ გამოსწორების შანსი არ არსებობს, - ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარტიიდან თეონა აქუბარდიას წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  როცა ერთიანობაზეა საუბარი, პარტიიდან წასვლის თაობაზე თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანია.

„ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით და მასზე ცუდს არადროს ვიტყვი, მაგრამ პოლიტიკურ ხედვებში იყო აშკარა პრინციპული და ფუნდამენტური სხვაობა. თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ გამოსწორების შანსი არ არსებობს. ახლა არის დრო არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის, არამედ მხილების, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. ამ საკითხში თეონა აქუბარდია სხვანაირად ფიქრობს. წარმატებებს ვუსურვებთ, სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის არჩევანს და მის კრიტიკას არ ვაპირებ. მას თუ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა და მიზეზად საპარლამენტო მუშაობისგან პარტიის დისტანცირება დაასახელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე