საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 23,9%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 02.03.2016
ნანახია: 1356

2016 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოს 360,402 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,9%-ია.

მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 19%-ით არის გაზრდილი წინა წლის თებერვალი შედარებით.

2016 წლის თებერვალს ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+41.9%), თურქეთიდან (+12.2%), სომხეთიდან (+7.5%) , რუსეთიდან (+29.2%) და უკრაინიდან (+23.5%) განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ინდოეთიდან (+507%),ფილიპინებიდან (+474.8%), ირანიდან (+80.1%), ბელარუსიიდან (+30.3%) და ამერიკის შეერთებული შტატები (+20.5%).

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში დინამიურად იზრდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ დადებითი და პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბება საერთაშორისო ვიზიტების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობის რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის“, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 2 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 683,561 შეადგინა, ზრდა კი 13.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 236,584 შეადგინა, რაც 11.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

ორი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია (+29%), საფრანგეთი (+29%), დიდი ბრიტანეთი (+14%), პოლონეთი (+12%) და გერმანია (+7%). სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ფილიპინები (+478%), ინდოეთი (+403.8%) და ირანი (+54%).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე