გახარიას განცხადება საქართველოში ოლიგარქიისა და კორუფციის დამარცხებაზე, არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:27 | 28.10.2022
ნანახია: 273

გიორგი გახარიას განცხადება საქართველოში ოლიგარქიისა და კორუფციის დამარცხებაზე, არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

„ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება პოლიტიკურად უსინდისო განცხადებაა, რადგან ამ ადამიანმა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი გაიარა. როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მისთვის ბიძინა ივანიშვილი შემდეგ გახდა ოლიგარქი. სწორედ ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა და საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე