ვაშაძე და ჯაფარიძე, უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია - მეგრელიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 28.10.2022
ნანახია: 235

ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ, რადგან დღეს არავინ იცის, არც ერთი პარტიის შესახებ – რას იზამდა, რომ უცებ, მის ხელში ხელისუფლება აღმოჩნდეს.

მეგრელიშვილის შეფასებით, ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი დაიკავოს. თუმცა, მისი აზრით, ეს გამოუვათ „რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება“.

„ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ. ვაშაძე და ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უნიჭოები არიან. ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეთანხმა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე