„ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი, რომელიც პროფესიონალია და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვს, მათთვის არის მიუღებელი - მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 13:10 | 26.10.2022
ნანახია: 290

„ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი, რომელიც პროფესიონალია და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვს, მათთვის არის მიუღებელი, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენის საკითხს გამოეხმაურა.

„გუშინ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობდა ამ კანდიდატებისთვის პოლიტიკური კუთვნილების მიკერებას. თითქოს, სხვა საქმე არ ჰქონდათ, დასხდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და 19-ვე კანდიდატის ფეისბუქ სტატუსები წაიკითხეს, გუშინ ადამიანებს ეკითხებოდნენ „ფეისბუქზე“ ბოლო ხუთ წელში გამოქვეყნებულ სტატუსებზე, ამაზე სთხოვდნენ ახსნა-განმარტებებს და ერთგვარი სასამართლო მოუწყეს ამ გამოხატვის თავისუფლების გამო.

„ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, რომ კანდიდატი, რომელიც პროფესიონალია და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვს, მათთვის არის მიუღებელი და სჭირდებათ კანდიდატი, რომელიც თეთრზე იტყვის შავს და შავზე თეთრს. ამ რწმენას მიმყარებს კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კონსენსუსი ალბათ, ვერ შედგება და სახალხო დამცველის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე