მანიპულირებენ თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს აუზში ჩაყარეს ქლორი, ეს ყველაფერი გაკეთდა მიზანმიმართულად -კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 12:06 | 26.10.2022 ნანახია: 336თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ვიდეომასალას, თითქოს ბავშვების საცურაო აუზში ყოფნის დროს მოხდა წყლის ქიმიური დამუშავება.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამწუხაროდ კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას, სიცრუის პროპაგანდას.
„მინდა, შევეხო ერთ არასასიამოვნო საკითხს. სამწუხაროდ კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას, სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა, სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას მოყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა და მწვრთნელებმა თითქოს მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია, პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და „პიეიჩის“ მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ასევე სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.
„ამის მიუხედავად ჩვენ ჩავატარეთ დამატებით კვლევები, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება სწრაფი ტესტებით, დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ვაჩვენოთ მედიას, რომ აბსოლუტურად ყველფერი ნორმაშია და არაფერი წარმოადგენს პრობლემას, თუმცა პრობლემა არსებობს. პრობლემა არის იქ მომუშავე რადენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. ჩვენი მხრიდან ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. არ მინდა, ვისაუბრო ამ თანამშრომლებზე, იმ რეალურ პრობლემაზე, რაც არის და რაც აქვს იმ კონკრეტულ და ყოფილ თანამშრომელს. არ მინდა, ამ პრობლემაზე საუბარი, თუმცა პრობლემა იქნება ამოწურული და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასეთი თემებით საზოგადოებით მანიპულირება არის ძალიან სამარცხვინო.
„მთლიან მუნიციპალიტეტი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ყოველთვის მზად არის ნებისმიერ დასმულ კითხვას გასცეს კომპეტენტური პასუხი. თუმცა რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ვერ ჩავერევით თქვენი დღის წესრიგში, თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ, როგორც თქვენ თვლით საჭიროდ. მე როგორ დედაქალაქის მერი ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო სიმართლე და ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში. ყოველთვის საზოგადოებას ვეტყვით რეალობას და ყოველთვის ვეტყვით სიმართლეს. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, დაამთხვიეს ამ ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. არ ვიცი ახლა, ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე დიდი სამარცხვინო რა უნდა იყოს. არაუშავს, ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და ყოველთვის საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თემებთან დაკავშირებით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აუზში წყლის ქიმიური დამუშავებისთვის გამოიყენება ესპანური წარმოების ქლორი, რომელსაც აქვს შესაბამისი სერთიფიკატები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა