ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას - ნიკა მელია მურუსიძე-გვრიტიშვილზე

საქართველო, თბილისი - 13:20 | 24.10.2022
ნანახია: 203

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით, მოსამართლეთა კონფერენციამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო რეკომენდაციები.

მისი თქმით, სასამართლო სისტემამ და  ხელისუფლებამ მურუსიძის არჩევით ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე.  

მელია აღნიშნავს რომ, სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს  მხოლოდ რუს ოლიგარქს.

მისივე თქმით, "ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას" - უარს ამბობს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში. ნიკა მელია დასავლელ პარტნიორებს სწრაფი და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადჰყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ  ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფრების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს რომ ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია".- აღნიშნავს მელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე