შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა - ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:46 | 21.10.2022
ნანახია: 343

ძალიან ბედნიერი ვარ იმითი რომ ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა და გამოსწორება. პირველ რიგში ჩემი ნაბიჯი იქნება ეს - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას...

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი.

ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული" , - განაცხადა ბასილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

ნელი დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე