არესტოვიჩის განცხადება არის პროვოცირება დაძაბულობისა, დაპირისპირებისა, რომელიც ნამდვილად არ დაუმსახურებია არც საქართველოს და არც უკრაინას - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 14:20 | 21.10.2022
ნანახია: 280

არესტოვიჩის განცხადება არის პროვოცირება დაძაბულობისა, დაპირისპირებისა, რომელიც ნამდვილად არ დაუმსახურებია არც საქართველოს და არც უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროვოკაციული და მტრული განცხადება.

„ეს არის მტრული განცხადება და არა მარტო ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, არამედ უკრაინის მიმართ. ეს არის განცხადება ადამიანისა, რომელიც არაფრად დაგიდევს რეალობას და არაფრად დაგიდევს იმ ინტერესს, რომელიც უკრაინას წესით უნდა გააჩნდეს საქართველოსთან ურთიერთობაში. პროვოკაციული, უტიფარი განცხადებაა, რომელიც სამწუხაროდ ამ ადამიანს ახასიათებს ბოლო პერიოდში, თორემ იყო პერიოდი, როდესაც არესტოვიჩი რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად გამოდიოდა აქტიურად და შიდა სამოქალაქო ომით ემუქრებოდა უკრაინას, თუკი არ იქნებოდა გათვალისწინებული რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები. მაშინ ასე სჭირდებოდა და დღეს ამ უტიფარ ადამიანს სხვანაირად სჭირდება, სხვანაირად ლაპარაკობს, ეს არის პროვოცირება დაძაბულობისა, დაპირისპირებისა, რომელიც ნამდვილად არ დაუმსახურებია არც საქართველოს და არც უკრაინას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე