არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი და გამამხნევებელი გამონათქვამი მგონია - მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 14:17 | 21.10.2022
ნანახია: 215

არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი გამონათქვამები მგონია,  – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი გამონათქვამები მგონია. ასე ვთქვათ, იმედის მომცემი, გამამხნევებელი განცხადება და არა ის, რომ ამ ქმედებების უკან რაიმე სერიოზული ქმედებები იდგეს. თავის ხალხს ეუბნება, რომ არა მხოლოდ თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს, არამედ ქართველებსაც, მოლდოველებსაც. ეს არის ჰეროიკული რიტორიკა, რომ თავის ხალხში რწმენა შეიტანოს. ამის გამო კრიტიკას არ ვაპირებ. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ტელეარხებს, როცა უკრაინა ნომერ პირველი სალანძღავი თემაა“, – განაცხადა მანგჯალაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე