ჩვენ მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის, ყველას გადარჩენა - არესტოვიჩი

საქართველო, თბილისი - 13:13 | 21.10.2022
ნანახია: 250

ჩვენ მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების გრანდიოზული პრობლემაა. წარმომიდგენია, როგორ იგლეჯენ თმას ისინი, რომლებიც დღეს საქართველოში პატრიოტულად არიან განწყობილი სპეცსამსახურებში, მთავრობაში, როგორ უნდა გადაწყდეს ეს დიდი პრობლემა.

 ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოგვიწევს მოლდოვას, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციისკენ მიმართული ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას ,"- განაცხადა ერთ-ერთ იუთუბ-არხთან ინტერვიუში არესტოვიჩმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე