სულ არ მადარდებს ივანიშვილი, მაგრამ მადარდებს ის, რომ ჩვენ და უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გავაფუჭოთ - ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:10 | 21.10.2022
ნანახია: 199

არ მადარდებს ბიძინა ივანიშვილი და ის, მას უკრაინაში აქვს თუ არა ბიზნესი, მაგრამ მადარდებს ის, რომ ასეთ ისტორიულ და გმირულ მომენტში, როცა უკრაინა თავს ასე ვაჟკაცურად იცავს, ჩვენ და უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გავაფუჭოთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლების მიმართ უშნო პინგ-პონგი ნამდვილად დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინაც არ აკლებს და ​არამართებულ ნაბიჯებს დგამს.

„სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს არც ივანიშვილების ოჯახის ქონება და არც სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი. აქედან რა დააკლდება ივანიშვილს, არ ვიცი. ალბათ, ბევრი არაფერი, მაგრამ ეს აფუჭებს ურთიერთობებს. სულ არ მადარდებს ბიძინა ივანიშვილი და ის, მას უკრაინაში აქვს თუ არა ბიზნესი, მაგრამ მადარდებს ის, რომ ასეთ ისტორიულ და გმირულ მომენტში, როცა უკრაინა თავს ასე ვაჟკაცურად იცავს, ჩვენ და უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გავაფუჭოთ, ერთმანეთთან ზურგით დავდგეთ და ამით გავახაროთ რუსეთი.

ძირითადად, ჩვენი ხელისუფლება მავნებლობს, მაგრამ დროდადრო უკრაინის ხელისუფლებაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ გავიგებ, გული მწყდება და ეს არის ასეთი ნაბიჯი. ახლა ჩვენც და უკრაინელებიც უნდა გავჩერდეთ, შემოტრიალების პროცესი დაიწყოს. ვოცნებობ, რომ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ დონეზე მხარდამხარ ვიდგეთ, თორემ საქართველოს მოსახლეობა უკრაინას მხარს უჭერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე