უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას, ვინც შემჩნეული იქნება რუსეთთან ფარულ გარიგებებში, ბიზნესურთიერთობებში, თუ პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებაში, დაასანქცირებენ - მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 12:04 | 21.10.2022
ნანახია: 229

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა პირს, ვინც შემჩნეული იქნება რუსეთთან ფარულ გარიგებებში, ბიზნესურთიერთობებში, თუ პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებაში, დაასანქცირებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ სანქციები ძლიერი მექანიზმია, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ვერც სანქციები გააკეთებს. თუ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ, უნდა გავაკეთოთ არჩევანი ივანიშვილსა და საქართველოს შორის. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ, ახლა ჯერი ჩვენზეა. მოლდოვა უფრო ახლოსაა ფრონტის ხაზთან, მაგრამ არავის მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქცია არ დაუწესებია. ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა და უამრავი ანტიქართული განცხადებები კეთდება რუსეთის დუმაში, მაგრამ ამაზე რეაქცია არ აქვთ და ბიძინა ივანიშვილის საკითხი როგორც დადგება, ეს ხდება ნომერ პირველ თემა. ეს არის „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, როდესაც ივანიშვილს ექმნება საფრთხე, მზად არიან საქართველოს ინტერესების ზიანისთვისაც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე