ჩვენთვის მისაღები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სახალხო დამცველობის კანდიდატები და მხარს დავუჭერთ​ - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:37 | 19.10.2022
ნანახია: 200

 ჩვენთვის მისაღები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილი კანდიდატები, ვისაც მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს.

„ამ პროცესმა დაადასტურა, რომ ეს ხალხია საუკეთესო კანდიდატები, რადგან მათ მაღალი შეფასებები აქვთ მიღებული. რაც შეეხება ჩამონათვალს, დარწმუნებული ვარ, არიან ადამიანები, ვინც „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მისაღებია და თუ ოპოზიციის მხრიდან მოხდება ამ კანდიდატის დასახელება, უმრავლესობას მხოლოდ გაუადვილებს საკუთარ დღის წესრიგს, რომ რეალურად, სახალხო დამცველის ინსტიტუტი მიიტაცოს, მაგრამ ვფიქრობ, შედეგის მიღწევა გაუჭირდებათ. ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა იყოს სახალხო დამცველი და ევროკავშირის საბოლოო შედეგს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვერ ჩაანაცვლებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე