უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა გვაქვს, ეს ყველაფერი ომამდე ბევრად ადრე დაიწყო - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:36 | 19.10.2022
ნანახია: 207

უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა გვაქვს და ეს უკვე წლებია, გრძელდება, ეს ყველაფერი ომამდე ბევრად ადრე დაიწყო,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჯერ უკრაინის წინა ხელისუფლება და ახლა - მოქმედი იფარებენ უმძიმეს დამნაშავეებს, კრიმინალებს, რაც უპატივცემულობის გამოხატულებაა ქართული სახელმწიფოს მიმართ.

„ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა უკრაინა არის ომის მდგომარეობაში. გარდა ამისა, უკრაინელი ხალხი ისტორიულად ჩვენი მეგობარი ხალხია და ამას ვცემთ პატივს. უმძიმესი ნაბიჯების მიუხედავად, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ამის მიუხედავად, მზად ვართ, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან. ახლა არის ომის მდგომარეობა და გვაქვს რბილი მიდგომა, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით. მომავალში რა იქნება, წინასწარ გამიჭირდება ამის თქმა“, – განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე