"ოქროს ბურთის" მფლობელი ქარიმ ბენზემა გახდა

საქართველო, თბილისი - 09:15 | 18.10.2022
ნანახია: 607

პარიზში "ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) რიგით 66-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს - კარიერაში პირველად ტიტული ქარიმ ბენზემამ მოიგო! საფრანგეთის ნაკრებისა და რეალის თავდამსხმელმა ლივერპულის ყოფილ, ამჟამად კი უკვე ბაიერნის სენეგალელ ლეგიონერ სადიო მანეს აჯობა.

ბენზემას პრიზი მისივე ლეგენდარულმა თანამემამულემ ზინედინ ზიდანმა გადასცა. 34 წლის ფრანგმა გასულ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივე ტურნირის ბომბარდირი გახდა. სულ მის აქტივში 46 მატჩში 44 გოლი იყო. მესამე ადგილზე კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი და ბელგიის ნაკრები) აღმოჩნდა, მეოთხეზე კი - პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი (სენეგალი), რომელიც ბაიერნიდან ბარსელონაში გადაბარგდა.

ქალებს შორის "ოქროს ბურთის" მფლობელი „ბარსელონას“ შემტევი ალექსია პუტელიასი გახდა. „ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელი გახდა, „რეალის“ კარის დარაჯი ტიბო კურტუა საუკეთესი მეკარედ დასახელდა, საუკეთესო ფორვარდია „ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე