ბუღალტერიის განვითარების პროექტში საქართველოს ბანკს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უერთდება
საქართველო, თბილისი - 14:58 | 17.10.2022 ნანახია: 450საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბუღალტერიის გაციფრულების პროექტში საქართველოს ბანკს პარტნიორობას USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გაუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები შეძლებენ კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ ბუღალტერიის გაციფრულების შესაძლებლობები. კერძოდ, მიიღონ დაფინანსება გაციფრულებისთვის და ასევე, ისარგებლონ საბუღალტრო მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსება ვრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, მსუბუქი მრეწველობის ან კრეატიული ინდუსტრიების მიმართულება. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი წამყვანი კომპანიების სერვისები როგორიცაა: Balance-ი და Nexia TA. საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების ეს შეთავაზება ასევე, მოიცავს ბუღალტრული სერვისებისთვის სპეციალურ ფასდაკლებასა და უფასო მომსახურებას.
„მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს მათი საბუღალტრო პროცესებისა და ფინანსური ანგარიშების გაციფრულებაში. მხარდაჭერის შედეგად, ბიზნესები შეძლებენ მნიშვნელოვნად შეამცირონ დაფინანსებისთვის საჭირო დრო, რადგან ციფრული პროცესები საქართველოს ბანკის ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრულად იქნება ინტეგრირებული. ეს ინიციატივა ერთერთი მიმართულებაა, რომლითაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრული ეკოსისტემის ათვისებაში ეხმარება და რაც მათ ეფექტურობასა და დაფინანსების პოტენციალს გაზრდის“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, მოაწესრიგონ ციფრული ბუღალტერია და ისარგებლონ ისეთი კომპანიების განსაკუთრებული მომსახურებით როგორიცაა - Balance-ი და Nexia TA. ვფიქრობთ, ამით ხელს შევუწყობთ მათთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რადგან ისინი შეძლებენ მოწესრიგებული ბუღალტერიით კიდევ უფრო მეტი და ახალი შესაძლებლობა შექმნან საკუთარი ბიზნესისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ბიზნესის წახალისების მიზნით ბუღალტერიის განვითარების პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეიმუშავა და ის სამ მიმართულებას მოიცავს. ესენია: ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი და ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა. პროგრამაში ჩართვის მსურველი ბიზნესები შეძლებენ აირჩიონ სასურველი, ერთი ან რამდენიმე მიმართულება და ისარგებლონ მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული უპირატესეობებით.
პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3yLdabA
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა