ქართველ მთამსვლელებს ალპინიზმის „ოსკარი" - ოქროს წერაყინი“ გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 20:50 | 16.10.2022
ნანახია: 555

მსოფლიო ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ ქართველ მთასვლელებს გადაეცათ. ბაქარ გელაშვილმა, არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ ქართული ალპინიზმის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერეს და „ოქროს წერაყინი“ მოიპოვეს. ჩვენმა ალპინისტებმა ჯილდო სარაგარზე (მწვერვალი პაკისტანში) ასვლის გამო მიიღეს, რადგან ეს მწვერვალი ჯერ არავის დაუპყრია და პირველები სწორედ ქართველი ალპინისტები გახდნენ.

აღნიშნულს პრიზს ალპინიზმში 1992 წლიდან ფრანგული გაზეთი 'მონტანი' და ფრანგული 'მაღალი მთების ჯგუფი' გასცემს. ამ სპორტის სახეობაში 'ოქროს წერაყინს' არაფორმალურად ალპინიზმის "ოსკარს' უწოდებენ. მას ყოველ წელს ორი გამარჯვებული ჰყავს - პირველს სპორტის ამ სახეობაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებენ, მეორეს კი განსაკუთრებული სირთულის მწვერვალების დაპყრობაში. 

დაჯილდოების ცერემონია 18-20 ნოემბერს საფრანგეთში, მაღალმთიან ქალაქ ბრიასონში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე