ბათუმში ამორტიზებული ლიფტის დემონტაჟისა და ახლის მონტაჟის ღირებულების 92%-ს მერია ფარავს

საქართველო, თბილისი - 15:31 | 01.03.2016
ნანახია: 1443

ბათუმის მერია ლიფტების შეკეთებისა და ახალი ლიფტების მონტაჟის პროგრამებს ახორციელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა 2 ახალი ლიფტის მონტაჟი ახმეტელის #1-სა და #5-ში.
ამჟამად ქალაქის მასშტაბით ერთდროულად 8 ლიფტის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. კიდევ ერთი ახალი ლიფტის მონტაჟი რამდენიმე დღეში დაიწყება აღმაშენებლის ქ #34-ში.
არსებული ამორტიზებული ლიფტის დემონტაჟისა და ახლის მონტაჟის ღირებულების 92%-ს მერია ფარავს. რაც შეეხება ლიფტების შეკეთების პროგრამას, აქ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანამონაწილეობა 3%-ს შეადგენს, დანარჩენ 97%-ს კი მერია აფინანსებს.

აღნიშნული პროგრამებისთვის მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 630 ათასი ლარია გამოყოფილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე