„პროკრედიტ ბანკის“ მიზანია გახდეს ე.წ. „house bank“-ი ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირებისათვის

საქართველო, თბილისი - 14:26 | 01.03.2016
ნანახია: 1412

„პროკრედიტ ბანკის“ მიზანია გახდეს ე.წ. „house bank“-ი ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირებისათვის, რომლებთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობა არის და იქნება ერთ-ერთი განსამზღვრელი.

პროკრედიტ ბანკი 2016 წლის განმავლობაშიც გააგრძელებს ინოვაციური პროექტების დანერგვას არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის. აქცენტი წელსაც თვითმომსახურების სივრცე 24/7-ის განვითარებაზე გაკეთდება.

2016 წელს კვლავ გაგრძელდება ინტენსიური ინვესტირება კადრების ტრენინგებში. გარდა პროფესიული ტრენინგებისა, ისევ აქტუალური რჩება ინგლისური ენის სწავლება ადგილობრივად და საზღვარგარეთ, პროკრედიტ აკადემიებში. სადაც ასევე საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის გაგრძელდება სპეციალური კურსების შეთავაზება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე