„პროკრედიტ ბანკმა“ 2015 წელი შეაჯამა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 01.03.2016
ნანახია: 1405

„პროკრედიტ ბანკმა“ 2015 წელი შეაჯამა. ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის დასაწყისიდან პროკრედიტ ბანკმა, ბიზნეს მიმართლებით, მთავარ პრიორიტეტად მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტების განვითარება დასახა.

ამ სტრატეგიის ნაწილი იყო წლის პირველ ნახევარში დაანონსებული მიკრო სეგმენტიდან გამოსვლა. კლიენტების მომსხურების გაუმჯობესების კუთხით, განსაკუთრებული აქცენტი ბანკმა დისტანციური სერვისების განვითარებასა და მათ სრულყოფაზე გააკეთა. ყველა ფილიალში განთავსდა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი და უახლესი აპარატებით აღჭურვილი, თვითმომსახურების სივრცე 24/7, სადაც კლიენტებს მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ყველა ძირითადი საბანკო ოპერაციის შესრულება.

„2015 წლის განმავლობაში, პროკრედიტ ბანკმა ერთგულ მომხმარებელს ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტი შესთავაზა, პირველმა დანერგა უნივერსალური ბანკომატი, თანხის შეტანისა და გამოტანის ფუნქციით. ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის დანერგა თანამედროვე აპარატი სეიფი, რომელიც ზოგავს კლიენტის დროს და 24 საათის განმავლობაში შესაძლებელს ხდის დიდი მოცულობის თანხის მიმდინარე ანგარიშზე განთავსებას. გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა“, აცხადებს ბანკის მენეჯმენტი.

პროკრედიტ ბანკი აქტიური იყო სოციალური მიმართულებითაც, ორგანიზება გაუწია არაერთ გამოფენა-გაყიდვას, საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ ოჯახებს.

ბანკმა 2015 წელი შემდეგი ფინანსური მაჩვენებლებით დაასრულა:

კლიენტთა სახსრები: 669 მილიონი ლარი;

საკრედიტო პორტფელი: 921 მილიონი ლარი;

2015 წლის წმინდა მოგება (IFRS-ს სტანდარტებით): 29 მილიონი ლარი.

საერთო ჯამში, 2015 წელი პროკრედიტ ბანკისთვის მორიგი წარმატებული წელიწადი იყო და იგი კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი საბანკო მომსახურების გაწევას მცირე და საშუალო ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე