ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო ესპანეთს, შოტლანდიას, ნორვეგიასა და კვიპროსს დაუპირისპირდება

საქართველო, თბილისი - 15:41 | 09.10.2022
ნანახია: 418

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში იბრძოლებს, ხოლო დაპირისპირება ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან მოუწევს.

ამგვარად, საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან და საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ერთი წლის განმავლობაში, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე (პლეი ოფების ჩათვლით) ჩატარდება და ის 20 ეროვნული ნაკრები გაირკვევა, რომელიც მასპინძელ გერმანიას ფინალურ ტურნირზე შეუერთდება. საკვალიფიკაციო ტურნირზე სულ 10 ჯგუფი დაკომპლექტდება. 7 ჯგუფში 5 ნაკრები იქნება, ხოლო 3-ში – 6. საკვალიფიკაციო ეტაპზე უეფა-ს წევრი 53 ასოციაცია ითამაშებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე