ეგვიპტის ტურისტულმა სექტორმა 2,3 მლრდ დოლარი დაკარგა

საქართველო, თბილისი - 13:49 | 01.03.2016
ნანახია: 1263

ეგვიპტის ტურისტულმა სექტორმა 2,3 მლრდ დოლარი დაკარგა, საუბარია 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე არსებულ პერიოდზე.

აღნიშნულ მონაცემებს ეგვიპტური გამოცემები ქვეყნის ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სექტორის დანაკრაგები შემდგომ თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც ქვეყნის შიგნით უსაფრთხოება დაცული არ არის, რაც ცხადია ტურისტების სიმცირეს განაპირობებს.

ტურისტული სააგენტოები მიმდინარე ეკონომიკურ-პოლიტიკურ და სოციალურ ფონზე აცხადებენ, რომ 2016 წელი ეგვიპტის ტურიზმისათვის ყველაზე რთული წელი იქნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე