პენტაგონი არ ადასტურებს ინფორმაციას რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გადატანის შესახებ - Reuters

საქართველო, თბილისი - 11:53 | 05.10.2022
ნანახია: 361

პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა რომ რუსეთს სარკინიგზო შემადგენლობით ტაქტიკურ ბირთვული იარაღი გადააქვს.

ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ლორა კუპერმა განაცხადა. იუწყება სააგენტო Reuters.

ლორა კუპერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სამხედროები ვერ ხედავენ რაიმე ნიშნებს საკუთარი ბირთვული ძალების განლაგების შესაცვლელად.

 „მე არ ვფლობ სხვა რაიმე ინფორმაციას, ღია წყაროების მონაცემების გარდა“, - აღნიშნა ლორა კუპერმა.

The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აპირებს აჩვენოს მზადყოფნა, გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით. მისივე ინფორმაციით, პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე