ოკუპანტებმა კიევის ოლქის ქალაქ ბელა ცერკვაზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს

საქართველო, თბილისი - 11:19 | 05.10.2022
ნანახია: 222

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის ქალაქ ბელა ცერკვაზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს.

ინფორმაციას კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ავრცელებს.

 „კიევის ოლქი. გავრცელდა ინფორმაცია ბელა ცერკვაში რამდენიმე აფეთქების შესახებ, წინასწარი მონაცემებით, ქალაქს კამიკაძე დრონებით შეუტიეს. გაჩნდა ხანძარი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ვამოწმებთ ინფორმაციას ნგრევისა და დაშავებულების შესახებ“, - განაცხადა კულებამ.

მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ღამით ბელა ცერკვაში საერთო ჯამში 6 აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე