პესკოვი კადიროვს ომის შეფასებისას ემოციებისგან თავის შეკავებას ურჩევს

საქართველო, თბილისი - 14:21 | 03.10.2022
ნანახია: 237

კრემლის პრეს-სპიკერმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ომის კრიტიკაზე უპასუხა და ურჩია შეფასებების დროს ემოციები გამორიცხოს.

 „ერთობ ემოციური მომენტია. რეგიონების ხელმძღვანელებს აქვთ უფლებამოსილება გამოთქვან თავიანთი მოსაზრება და შეაფასებები.

რამზან კადიროვმა „სპეციალური სანხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან უდიდესი წვლილი შეიტანა და შეაქვს, ისევე, როგორც მთელ რესპუბლიკას.

სხვა საქმეა, რა თქმა უნდა, მძიმე მომენტებშიც კი, ემოციები რაიმე შეფასებების დროს გამოირიცხოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, კადიროვმა ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებლობა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს დააკისრა.

"ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი... ლუჰანსკიდან მობილიზებული მებრძოლები, ლიმანის მიმართულებით ყველა საზღვარზე გაგზავნა, მაგრამ არ მიაწოდა მათ საჭირო კომუნიკაციები და საბრძოლო მასალა," - თქვა კადიროვმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე