ფრონტზე მარცხის გამო პროპაგანდისტებმა კრემლს ზურგი აქციეს - ISW

საქართველო, თბილისი - 12:52 | 03.10.2022
ნანახია: 402

ხარკოვის ოლქსა და ლიმანში რუსეთის მარცხმა ა საფუძვლიანად შეცვალა რუსული საინფორმაციო სივრცე. პროპაგანდისტები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ და შეშფოთებულები არიან ომის მსვლელობის გაუმჭვირვალობის გამო.

 ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშში.

 „კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და რუსი ბლოგერები - Telegram-ის ცნობილი საზოგადოება, რომელიც რუსი სამხედრო კორესპონდენეტებისგან შედგება, წუხან ლიმანის დაკარგვის გამო და ნაწილობრივი მობილიზაციის ბიუროკრატიულ მარცხს აკრიტიკებენ.

კრემლის წყაროები და ბლოგერები ლიმანისა და ხარკოვის ოლქში მარცხს რუსი სამხედროების უუნარობით ხსნიან, რომლებსაც არ შეუძლიათ უზრუნველყონ და გააძლიერონ რუსეთის ძალები ჩრდილოეთ დონბასში და შეშფოთებულები არიან ომის მსვლელობის გამჭვირვალობის არარსებობის გამო“, - აღნიშნავენ ექსპერტები.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სამთავრობო ტელეარხების სტუმრები უფრო ხშირად აკრიტიკებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას ოთხი უკრაინული ოლქის ანექსიის გამოც კი.

კრემლის პროპაგანდისტები უკვე ვეღარ მალავენ იმედგაცრუებას ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცა ალკოდამოკიდებულება ახლად გაწვეულებს შორის.

ტელევიზიებში მიწვეული პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მობილიზაციას არ შეუძლია ძალების გაძლიერება, რომელიც აუცილებელია ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ასაღებად და ხაზს უსვამენ რუსი რეზერვისტების გამოუცდელობას.

რუსული საინფორმაციო სივრცე არსებითად განუდგა კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნარატივებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექემდებარება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულ საინფორმაციო სივრცეში ლიმანში რუსეთის მარცხმა გამოიწვია იმაზე მეტი დაბნეულობა და ნეგატივი, ვიდრე რუსების მიერ კიევის ოლქისა და ზმეინის დატოვებამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე