საფრანგეთში მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 01.03.2016
ნანახია: 1843

საფრანგეთში ქალაქ კალესთან მიგრანტების ბანაკის დემონტაჟის დროს შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ВВС-ი იუწყება.

ბანაკში ძირითადად ცხოვრობენ მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან.ისინი დიდ ბრიტანეთში გადასვლას ცდილობენ. ბანაკში მყოფმა მიგრანტებმა საფრანგეთში უმეტესად უკანონო გზით შეაღწიეს და ამისთვის ადამიანებით მოვაჭრეებისა და კონტრაბანდისტების მომსახურებით ისარგებლეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ მუშები კარვებს, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ არ შეხებიან, ისინი მხოლოდ ცარიელ კონსტრუქციებს იღებდნენ.

მუშებს ახლდნენ სამართალდამცველები. როდესაც მიგრანტებმა პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს, პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკების შედეგად 10 ნაგებობა დაიწვა. პოლიციამ ორგანიზაციის” არა საზღვრებს” სამი წარმომადგენელი და ერთი მიგრანტი დააკავა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე