ვაშინგტონი და მოსკოვი სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივ მექანიზმზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 11:07 | 01.03.2016
ნანახია: 1526

ვაშინგტონი და მოსკოვი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით უფრო ინტენსიურ მუშაობას გეგმავენ. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონ კერის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, რომ გააქტიურებენ მუშაობას, რომელიც ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდგ ზუსტ დარტყმებს უზრუნველყოფს. ერთობლივ პროცესში ”ისლამური სახელმწიფოს” გარდა ალ ნუსრას წინააღმდეგ ბრძოლაც იგულისხმება.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით ცეცხლის შეწყვეტის უზურნველყოფის მიზნით ჟენევასა და ამანში სირიიდან მიღებულ ინფორმაციებს შეისწავლიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე