საქართველოს ბანკმა MSME ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD -ისგან 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველო, თბილისი - 13:37 | 15.09.2022 ნანახია: 676საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა, მის ერთგული და სანდრო პარტნიორისგან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოზიდული თანხა საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს, რათა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, განახორციელონ ინვესტიციები საწარმოს მოდერნიზებაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში.
აღნიშნული დაფინანსება უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. პროგრამის ბენეფიტი ასევე გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესები მიიღებენ წამახალისებელ გრანტებს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, რათა გაძლიერდნენ, გაფართოვდნენ, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. დღეს საქართველოს ბანიკსა და EBRD-ის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო. EBRD აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ბიზნესებს და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი, 2016 წელს, გახდა პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც შეუერთდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. ჩვენი მიზანია, დავაკმაყოფილოთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მრავალფეროვანი საჭიროებები და დავეხმაროთ მათ, საკუთარი საქმიანობა მოიყვანონ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. ეს დაფინანსება მხარს უჭერს ამ მიზანს და, რაც მთავარია, დიდ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე ინიციატივებზე. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ის მთელ გუნდს გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ.
„ჩვენ გვაქვს ძალიან გრძელვადიანი თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით ახალი პროდუქტების განვითარებაზე, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 20 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსზე მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშესაწყობად. ეს პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ“- განაცხადა EBRD ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის EBRD-ს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, 270 პროექტში, 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ამ ინვესტიციების 81 პროცენტი კი კერძო სექტორზე მოდის.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა